loader

შოკისმომგვრელი ფოტოები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან - რა კადრებს ასაჯაროებს ახალი გენდირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი ფოტოები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან - რა კადრებს ასაჯაროებს ახალი გენდირექტორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარმოდგენილ გარდაქმნისა და განვითარების სამწლიან სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მაუწყებლის შენობაზე კეთდება. სამოქმედო გეგმის მიზანია, მის მიერ შემუშავებულ, დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ არხის თანამშრომლებს აქვთ არასათანადო სამუშაო პირობები და უწევთ ყოფნა ამორტიზებულ შენობაში, სადაც შეუძლებელია უსაფრთხოების, მათ შორის, სახანძრო ნორმების დაცვა.
"ყოველდღიურად ნადგურდება ისტორიული ღირებულების მქონე ვიდეო/აუდიო და ფოტოარქივი, რადგან არ ხორციელდება მასალების ციფრულ მატარებელზე გადატანა", - ნათქვამია დოკუმენტში.

მაღლაფერიძის სამომავლო გეგმა 2017-19 წლებში ახალი შენობის აშენებასა და რეგიონული ოფისების გახსნას გულისხმობს.