loader

პირველი ვიდეო კაბინეტიდან, სადაც "გივი" ააფეთქეს - გასროლა რეაქტიული ცეცხლმტყორცნით მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ვიდეო კაბინეტიდან, სადაც "გივი" ააფეთქეს - გასროლა რეაქტიული ცეცხლმტყორცნით მოხდა

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ბოევიკი, ბატალიონ "სომალის" მეთაური მიხაილ ტოლსტიხი, რომელიც თანამებრძოლებში ზედმეტსახელით - "გივი" არის ცნობილი, დონეცკში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის უწყება იტყობინება და მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

გავრცელდა პირველი კადრები აფეთქების ადგილიდან. შეიარაღებული ფორმირების შტაბბინა, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად გაანადგურა აფეთქებისგან გამოწვეულმა ხანძარმა. ვიდეო რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. მათივე ინფორმაციით, გასროლა რეაქტიული ცეცხლმტყორცნი "შმელიდან" განხორციელდა. აფეთქებას, მიხაილ ტოლსტიხის გარდა, კიდევ რამდენიმე ბოევიკი ემსხვერპლა.