loader

ბათუმიდან გაუჩინარებულ 18 წლის გოგონაზე მისი ძმა ალაპარაკდა - რა დააფიქსირეს კამერებმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმიდან გაუჩინარებულ 18 წლის გოგონაზე მისი ძმა ალაპარაკდა - რა დააფიქსირეს კამერებმა

ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, 18 წლის ქრისტინა ძნელაძე 8 თებერვალს სახლიდან გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. გოგონას ძმის, უჩა ძნელაძის ინფორმაციით, ქრისტინა ბოლოს კამერებმა ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

სამართალდამცველები მას 19:00 საათის შემდეგ ეძებენ. ქრისტინა გათხოვილია და ერთი წლის ბავშვი ჰყავს. სამძებრო სამუშაოებში მისი ქმარი ნათესავებთან ერთად აქტიურად არის ჩართული. ოჯახში კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ამ წუთებში მამიდა და ბიძაჩემი გამომძიებელთან იმყოფებიან. არ ვიცი, შესაძლებელია ვიღაცამ გაიტაცა და ველოდებით ზარს. სამართალდამცველები ჯერჯერობით ვერაფერს გვეუბნებიან. გუშინ ჩემი და 15:00 საათზე ქმარმა სახლიდან გამოაცილა, ქალაქში რაღაც უნდა შეეძინა. მე, პირადად, გონიოში ვცხოვრობ, ჩემი და კი ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში იყო გათხოვილი", - აცხადებს უჩა ძნელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მარიკო კეკელიძე
Palitravideo.ge ბათუმიდან