loader

კადრები სპეცოპერაციიდან, რომელიც თავად უკრაინის შს მინისტრმა გაავრცელა: როგორ აკავებენ ქართველ "კანონიერ ქურდს" კიევში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სპეცოპერაციიდან, რომელიც თავად უკრაინის შს მინისტრმა გაავრცელა: როგორ აკავებენ ქართველ "კანონიერ ქურდს" კიევში

კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, საქართველოს მოქალაქე 42 წლის გელა ქარდავა დააკავა, რომელიც მძიმე დანაშაულების მუხლებით არაერთხელ არის ნასამართლევი (ყაჩაღობა, ძარცვა). ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვი წერს.
მისი ინფორმაციით, ქარდავას დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, რომელიც კიევის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარდა. მინისტრი აღნიშნულის შესახებ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.
გელა ქარდავა "თანამოაზრეებთან" ერთად, უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში აიყვანეს.
გელა ქარდავას ე.წ. კანონიერ ქურდად" "კორონაცია" 21 წლის ასაკში, 1996 წელს მოსკოვში მოხდა.
ავაკოვის ცნობით, პოლიცია ამოწმებს ოპერატიულ ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებში მისი მონაწილეობის შესახებ.
დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი მოწმობა, გაცემული ოლეგ რომანოვიჩის სახელზე, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს.
ცნობილია, რომ გელა ქარდავა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "ქურდების" ე.წ. კომერციული კორონაციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ავაკოვის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოა, რომ ქარდავა რუსეთის შსს-ს შტატიანი აგენტია. მოწმდება ინფორმაცია მისი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.
ამავე ინფორმაციაში მინისტრი ჩატარებული ოპერაციისთვის კონკრეტულ პირებს მადლობას უხდის.