loader

გვარამიას პირველი კომენტარი სასამართლოში 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გვარამიას პირველი კომენტარი სასამართლოში 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოკითხვიდან შთაბეჭდილება დარჩა, რომ პროკურატურას სურს, მის მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრას, თუნდაც ქრთამის ნაწილში.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ აღნიშნა, გამოძიება ინტერესდებოდა იგივე ქრთამის ნაწილზე, რაც აღძრულ საქმესთან არავითარ კავშირში არ არის. თუმცა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, მან დასმულ კითხვებს რიგ შემთხვევებში პასუხები გასცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვებს გამოძიებასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა.