loader

ფოთში ქალმა თავი მოიკლა, თვითმკვლელობამდე კი "ფეისბუქზე" პირადი შინაარსის წერილი გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოთში ქალმა თავი მოიკლა, თვითმკვლელობამდე კი "ფეისბუქზე" პირადი შინაარსის წერილი გამოაქვეყნა

ფოთში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 35 წლის ქალი გადახტა. სუიციდის მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმის, მაკა ლატარიას თქმით, ჯგუფს ახალგაზრდა ქალი ადგილზე მისვლისას უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმკვლელობამდე ქალმა "ფეისბუქზე" პირადი შინაარსის წერილი და ფოტოები გამოაქვეყნა.

"ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაძირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს... კადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვა... უფრო სწორად არ გაწყობდა... აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც "სულ ყველაზე ლამაზი უწოდე" , - წერია პოსტში.

იმის გამო, რომ წერილი გარდაცვლილი ქალბატონისა და კიდევ ერთი პირის პირად ცხოვრებას უკავშირდება, Palitravideo.ge მის სრულ შინაარსს შეგნებულად არ აქვეყნებს.