loader

"ვერასოდეს შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას" - "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერასოდეს შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას" - "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სიტყვით "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მიმართეს. აქციაზე მხარდამჭერებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. აქციის პარალელურად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა განაახლა და მის მიერ ორგანიზებულ აქციას აშუქებდა. აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.