ალასანია ამერიკაში წავიდა - სად განაგრძობს მოღვაწეობას "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი?
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, იგი პარტიის რიგით წევრად რჩება.