loader

პატრიარქმა ბერლინში ქართველი მრევლი მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქმა ბერლინში ქართველი მრევლი მიიღო

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ბერლინის კლინიკაში მრევლი მიიღო. ინფორმაციას ბერლინის კლინიკიდან "ტელეიმედის" ჟურნალისტი ავრცელებს.
ილია მეორემ ბერლინში მცხოვრები ოჯახი დალოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. კლინიკაში პატრიარქის მოსანახულებლად გერმანიაში მცხოვრები ქართველები ყოველდღიურად მიდიან, თუმცა, ილია მეორესთან შესვლის საშუალება მათ ხშირად არ ეძლევათ.
პატრიარქი ილია მეორე გერმანიას ხვალ დატოვებს და სამშობლოში 18:00 საათზე დაბრუნდება. მას 13 თებერვალს ბერლინში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გაუკეთეს.