loader

როგორ ტოვებს პატრიარქი კლინიკას - უკომენტარო კადრები ბერლინიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ტოვებს პატრიარქი კლინიკას - უკომენტარო კადრები ბერლინიდან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკა დატოვა. უწმინდესი ”ჰელიოს ბერლინ ბუხის” კლინიკიდან აეროპორტში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში დაბრუნდება.
უწმინდესი საავადმყოფოდან ადგილობრივმა ქართველებმა და მკურნალმა ექიმებმა გამოაცილეს.
ილია მეორემ ერთი კვირის წინ გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. უწმინდესს სამშობლოში 17:30 საათისთვის ელოდებიან.

კადრებს "მოამბის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა "ფეისბუქზე" ავრცელებს.