loader

"გამოუშვეს რეალური მკვლელები" - ნიკა ლომინაძის მამა გია გვიჩიანისა და ნიკოლოზ ჩემიას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოუშვეს რეალური მკვლელები" - ნიკა ლომინაძის მამა გია გვიჩიანისა და ნიკოლოზ ჩემიას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ

"ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები - გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი გამოძიება გახდა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში ხელახლა ჩატარდა. საქმეზე მსჯავრდებულების ბრალეულობა მოპოვებული მტკიცებულებებით არ გამოიკვეთა. შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, რათა მოხდეს „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ნიკა ლომინაძის მამა - "გამოუშვეს რეალური მკვლელები" - აცხადებს ნოდარ ლომინაძე.