loader

მამა გიორგი მამალაძის პირველი კადრები დაკავების შემდეგ: როგორ გადაჰყავს შეიარაღებულ ბადრაგს პატიმარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამა გიორგი მამალაძის პირველი კადრები დაკავების შემდეგ: როგორ გადაჰყავს შეიარაღებულ ბადრაგს პატიმარი

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მკურნალობას კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში განაგრძობს. დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ საღამოს ჩაფიძის გულის ცენტრიდან "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, თუმცა დეკანოზი ამის შემდეგ მალევე კვლავ ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნეს.

როგორც გუშინ ჩაფიძის გულის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო უნგიაძემ განაცხადა, დამატებით გამოკვლევებში იგულისხმება გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.