loader

ირაკლი კობახიძემ აკაკი ბობოხიძეს, სერგო რატიანსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს მიკროფონები ერთმანეთის მიყოლებით გაუთიშა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძემ აკაკი ბობოხიძეს, სერგო რატიანსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს მიკროფონები ერთმანეთის მიყოლებით გაუთიშა

პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვის დასრულება ვერც გუშინ შეძლო. გუშინ რიგით მეორე პლენარული სხდომა იყო, რომელზეც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა. ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს და ამასთან, მიმართავს ერთგვარ პროცედურულ მანევრს, როდესაც ყველა საკითხზე სვამს შეკითხვებს, სარგებლობს სიტყვით გამოსვლით, ამ ფორმით გაჰყავს დრო და, შესაბამისად, საკითხი კენჭისყრამდე ვერ მიდის.

აღნიშნული კანონპროექტის მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ იქმნება სპეციალური სამსახური - საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უწყება იქნება.