loader

"ოქროს საჭე 2016"-მა საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოქროს საჭე 2016"-მა საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა

ჟურნალ "AUTO BILD საქართველომ" 2016 წლის საუკეთესო ავტომობილები 6 კლასში გამოავლინა. "ოქროს საჭის" დაჯილდოების ცერემონიალს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.
საავტომობილო "ოსკარები" შემდეგი კატეგორიების ავტომობილებს გადაეცა: კომპაქტური კლასი, კომპაქტური ქროსოვერების კლასი, საშუალო და დიდი ქროსოვერების კლასი, საშუალო და მაღალი კლასი, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების კლასი, სპორტული ავტომობილების კლასი. წლის საპატიო "ოქროს საჭის" მფლობელი კი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია გახდა.
წლის ყველაზე ხმაურიანი და პომპეზური საავტომობილო მოვლენის – „ოქროს საჭის” გენერალური პარტნიორია ნავთობიმპორტიორი კომპანია ”ფრეგო”, ღონისძიების სპონსორია ”კასტროლი”, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს კომპანია ”ჯითი გრუპ”. მხარდამჭერი ”პროკრედიტბანკი” და ”ი სფეისი”, რომელიც ზრუნავს საქართველოში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია ”რადიო პალიტრა”, 103.9.

ავტორი: ეკა მელიქიძე
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟის რეჟისორი: გიო კუსიანი