loader

გაწევ-გამოწევა საკრებულოში: "ოცნების" დეპუტატმა "ნაციონალების" დეპუტატს ბოთლი ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაწევ-გამოწევა საკრებულოში: "ოცნების" დეპუტატმა "ნაციონალების" დეპუტატს ბოთლი ესროლა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ილია ჯიშკარიანმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი ნადირაძეს წყლის ბოთლი ესროლა. ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა, სხვა დეპუტატებმა ისინი გააშველეს.
დაპირისპირება ირაკლი ნადირაძის განცხადებას მოჰყვა. "რომ ამბობთ, სასამართლოს მიმართეთ სიმართლის გასარკვევად, ვის მივმართოთ ნატავ, ნაზღაიძეს?", - ამ კითხვით მიმართა საკრებულოს უმცირესობის დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ უმრავლესობის წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩია, საკითხის გასარკვევად სასამართლოსთვის მიემართათ.