რატომ ვერ დაკითხეს დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე?
მატროსოვის ციხეში შესულმა პროკურორებმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე ვერ დაკითხეს. მიზეზი ექსპერტიზა გახდა. დაკავებულ დეკანოზს სამი სახის ექსპერტიზა - დნმ-ზე, ხმაზე და კალიგრაფიაზე ჩაუტარდა. ხანგრძლივი პროცედურის გამო კი დაკავებულის დაკითხვა ამჯერად ვერ მოხერხდა. ის, სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება. მამა გიორგის ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზისთვის ნიმუშების აღებას რეალურად 45 წუთი სჭირდებოდა, თუმცა, პროკურორებმა პროცესი დროში განზრახ გაწელეს.