loader

დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ბრალდებულის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ბრალდებულის ადვოკატი

სასჯელაღსრულების #9 დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის პროკურატურის წარმომადგენლებმა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დატოვეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მიუხედავად ბრალდებულისა და დაცვის მხარის კატეგორიული მოთხოვნის, რომ დღესვე მომხდარიყო დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, პროკურატურამ ეს არ გააკეთა, რის გამოც ისინი პროკურატურას საქმის სპეციალურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

მიხეილ რამიშვილი ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოინახულოს ბრალდებული დეკანოზი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის, ისე მისი ოჯახის წევრებისა და თავად ადვოკატების უსაფრთხოების საკითხი. შესაბამისად, ადვოკატები მოუწოდებენ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, მოხდეს მათი მაქსიმალურად დაცვა.