loader

ადვოკატმა მამა გიორგი მამალაძის წყევლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატმა მამა გიორგი მამალაძის წყევლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

მამა გიორგიმ დაწერა და მე პროკურორებს გადავეცი ასეთი ჩანაწერი: "თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და, თქვენმა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორებს აღნიშნული ჩანაწერი თავად დეკანოზის თხოვნით გადასცეს.
"შესაძლოა, ასე საუბარი სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პოზიციის დაფიქსირებით დეკანოზმა ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა, ჩვენების მიცემაზე კი უარი განაცხადა.