loader

დაკავებული დეკანოზის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილების გადაადგილება შეინიშნება - მამა გიორგის ოჯახს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებული დეკანოზის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილების გადაადგილება შეინიშნება - მამა გიორგის ოჯახს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ქობულეთში, დაკავებული დეკანოზის საცხოვრებელ სახლთან, „ტოიოტას“, „შკოდას“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილების გადაადგილება შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამოს შემდეგ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებიც აღნიშნული მანქანებით მოძრაობენ.

დაენიშნა თუ არა დაკავებული დეკანოზის ოჯახს სახელმწიფო დაცვა, ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ საუბრობს. „ინტერპრესნიუსი“ მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა, მათი განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და კომენტარს ვერ გააკეთებენ.