loader

ბათუმის მერიის თანამშრომელი სკანდალური წარსულით - ვინ არის ქალი, რომელსაც ადამიანის დაკბენასა და მანქანის დაჯახებაში ადანაშაულებენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის მერიის თანამშრომელი სკანდალური წარსულით - ვინ არის ქალი, რომელსაც ადამიანის დაკბენასა და მანქანის დაჯახებაში ადანაშაულებენ?

თებერვლიდან ბათუმის მერიაში დიასპორებთან ურთიერთობის სპეციალისტის შტატი დაამატეს. კადრი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უფლებამოსილების ფარგლებში, კონკურსის გარეშე, ხელშეკრულებით დანიშნა. აღნიშნული თანამდებობა შორენა მირცხულავამ დაიკავა, რომელიც, როგორც აჭარის ტელევიზია "ტვ 25" იუწყება, წარსულში ჟურნალისტად მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი იყო "ქართული ოცნების" აქტივისტი და ფოთის მერის თანაშემწე მედიასთან ურთიერთობის საკითხებში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მირცხულავას სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი ინციდენტი. ფოთში მას ახასიათებენ, როგორც კონფლიქტურ, შანტაჟისტსა და აგრესიულ პიროვნებას - ამას "ტვ 25"-თან საუბრისას მასთან კონფლიქტში მონაწილე მხარეებიც ადასტურებენ. მათივე თქმით, მირცხულავას ბრალი წაყენებული ჰქონდა ხულიგნობის მუხლითაც, არის ნასამართლევი და გათავისუფლდა ამნისტიის შედეგად. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა შელაპარაკების ნიადაგზე მანქანით დაჯახება, ადამიანის დაკბენის ფაქტები და სხვა.

როგორც ტელეკომპანიასთან საუბარში ჟურნალისტი ლელა ებრალიძე ამბობს, ის მირცხულავას მხრიდან დაზარალებულია.