loader

მეხანძრეები კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეხანძრეები კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ

საბჭოს მოედანთან, კლდიაშვილის ქუჩაზე სამსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განუცხადა, ხანძარი საბოლოოდ ჯერ არ ჩამქრალა, თუმცა, გავრცელების საშიშროება აღარ არის.
მისივე ინფორმაციით, მობინადრეებიდან არავინ დაშავებულა. მხოლოდ ერთი მეხანძრე დაშავდა მსუბუქად. მალანიას თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარია 2000-ზე მეტი კვ.მ. ფართობი. მისივე განმარტებით, დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

ასევე იხილეთ: ძლიერი ხანძარი კლდიაშვილის ქუჩაზე - პირველი კადრები