loader

დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ბათუმში - ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ბათუმში - ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ამ წუთებში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. სამართლადამცველები ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის გახსნას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

აქცია, რომელიც გუშინ დაიწყო, ღამით გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს, ასევე დაამსხვრიეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დასჭირდა.

შსს-მ გამთენიისას სპეცოპერაცია ჩაატარა და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა. შედეგად დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.


მარიკო კეკელიძე, Palitravideo.ge ბათუმიდან