"პატრიარქმა ჩემი ჭყონდიდის ეპარქიიდან გადაყვანა მოითხოვა" - ის, რაც სინოდის სხდომის შემდეგ ჯერ არ თქმულა
მეუფე პეტრეს ინფორმაციით, 9 მარტს გამართული სინოდის სხდომაზე, მისი ეპარქიიდან გარიდების ინიციატივა წამოიჭრა. ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ინიციატივა, ეპარქიის ცლილების თაობაზე უშუალოდ პატრიარქისგან წამოვიდა, თუმცა საბოლოოდ ის მხოლოდ საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს.