loader

როგორ ანადგურებენ აქციის მონაწილეები პატრულის ავტომობილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ანადგურებენ აქციის მონაწილეები პატრულის ავტომობილს

ბათუმში აქციის მონაწილეებმა 3 ავტომობილი გადაწვეს. გარდა ამისა, Palitravideo.ge-ს კადრებში ჩანს, თუ როგორ ანადგურებენ ისინი სამართალდამცავების კიდევ ერთ ავტომობილს.
ამასთან, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნები მიიტანეს. როგორც "პალიტრავიდეოს" ადგილობრივი კოორესპოდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები ურნებს ეფარებიან, რათა სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები არ მოხვდეთ. ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცალკეული ჯგუფები საპატრულო პოლიციის მანქანებს ატრიალებენ და დაზიანებას ცდილობენ.
სპეცრაზმის თანამშრომლები ამ დრომდე პოლიციის შენობის ეზოში არიან გამაგრებულები.

ავტორი: მარიკო კეკელიძე