loader

ქართველი გულშემატკივრების "მოკითხვა" პუტინს: საქართველო-რუსეთის მორაგბეების შერკინება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი გულშემატკივრების "მოკითხვა" პუტინს: საქართველო-რუსეთის მორაგბეების შერკინება

საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს პირველი ტაიმის შემდეგ 14:0 უგებს. ქართველმა გულშემატკივრებმა, "თავისუფალი ზონის წევრებმა" რუსეთის პრეზიდენტის საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს და პუტინის მისამართით შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებენ. სამართლადამცველებმა სცადეს მათი პლაკატების ცამოხსნა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველი ლელოს დადება თამაშის დაწყებიდან მეოთხე წუთზე მოახერხეს. ზუსტი იყო გარდასახვაც და ანგარიში 7:00 გახდა.

მეორე ლელო "ბორჯღალოსნებმა 26-ე წუთზე შეძლეს და გარდასახვის შესრულების შემდეგ 14:0 გახდა.

ტაიმის დასასრულ რუსეთის ნაკრებს შეეძლო ჯარიმის გატანა და ანგარიშის შემცირება თუმცა სტუმრებმა ჯარიმა გააფუჭეს და პირველი ტაიმის ანგარიში 14:0 დაფიქსირდა.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი "დინამო არენაზე" იმართება.

საქართველოს ნაკრებს რუსეთის გუნდთან აქამდე 20-ჯერ უთამაშია. 18 მატჩში ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ერთშიც გამარჯვება რუსებს დარჩათ შორეულ 1993 წელს.

ავტორი: ანა მარშანია