loader

"გთხოვთ, გაავრცელოთ!.." - პოლიციაზე აღშფოთებული ანა მარგველაშვილი ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გთხოვთ, გაავრცელოთ!.." - პოლიციაზე აღშფოთებული ანა მარგველაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე მიმართვას და ვიდეოს ავრცელებს. როგორც ანა მარგველაშვილი წერს, კადრებში ჩანს მისი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი, რომელსაც "ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი". კადრებზე ასახული არიან თათარაშვილი და პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომლებიც ერთმანეთს უღებენ ვიდეოს, ჯიბეებს იჩხრეკენ და აჩვენებენ კადრში, რომ არაფერი უდევთ.

"ჩემს მეგობარს მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი სურამის გზატკეცილზე ყველანაირი ახსნის გარეშე!! ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც არის გადაღებული ჩადებამდე 2 დღით ადრე, სადაც ჩანს, რომ ის ფლობდა ინფორმაციას მისთვის სავარაუდო ჩადების შესახებ!!!!! როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან? გთხოვთ გაავრცელოთ!!!!!!" - წერს ანა მარგველაშვილი.

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ მიხეილ თათარიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მარტს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარია. მას 18 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვა ედება ბრალად.