ძლიერმა ქარმა ფილარმონიასთან სარეკლამო ბანერი მოგლიჯა
ძლიერმა ქარმა თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერი მოგლიჯა. როგორც "ინტეპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვერის ბაღის შესასვლელთან ერთ-ერთი შენობის კედელზე არსებული ბანერი ქარმა დააზიანა და კომპანიის წარმომადგენლებმა ის ჩამოხსნეს.
დაზიანებული ბანერი ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს.
ავტორი: ნათია რუხაძე
დაზიანებული ბანერი ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს.
ავტორი: ნათია რუხაძე