loader

ვიდეო, რომელშიც გუშინდელი საზარელი ავარიის მომენტი ჩანს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო, რომელშიც გუშინდელი საზარელი ავარიის მომენტი ჩანს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი

PALITRAVIDEO-მ და AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელზეც 22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავარიაა ასახული.
არსებული ინფორმაციით, 56 წლის ქალს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების მიხედვით შესაძლებელია, დაახლოებით აღვადგინოთ მომხდარი ავარიის სურათი.


აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 1 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ავტორები: ნინო ხოზრევანიძე და ნიკა საჯაია