"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების უარი ძმებ ყარამანიშვილებს - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება
ტელეკომანია ”რუსთავი 2”-ის თანამშრომლები ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების შეთავაზებას, წილების 40%-ის მათთვის გადაცემაზე უარით პასუხობენ. ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელმაც არხის თანამშრომლების საპასუხო მიმართვა გაააჟღერა.