loader

"ცრემლები ვერ შევიკავე" - "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეკა მიშველაძისთვის 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცრემლები ვერ შევიკავე" - "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეკა მიშველაძისთვის 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გათავისუფლება უკანონოდ ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა. როგორც მიშველაძემ განაცხადა, სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისთვის კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დააკისრა. "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. მიშველაძის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავდნენ.