loader

უცნობი დეტალები აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი საზარელი ავარიის მონაწილე მძღოლების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნობი დეტალები აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი საზარელი ავარიის მონაწილე მძღოლების შესახებ

ავტოსაგზაო შემთხვევაში 2 ავტომობილი მონაწილეობდა. ერთი მათგანი გიორგი მ.-ს, ხოლო მეორე მაია მ.-ს მფლობელობაშია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავარიის მომენტში ორივე ავტომობილს მამაკაცი მართავდა.
Palitravideo.ge-სთვის რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი.
ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ავტომობილს მაღალი სიჩქარით (დაახლოებით 160 კმ/სთ) მართავდა.
ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს მისი დაკავების მოთხოვნით. სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დღეს (25 მარტი) გახდება ცნობილი.
Palitravideo.ge-ს ინფორმაციით, ავარიის მონაწილე ერთ-ერთ პირს ავტოსაგზაო შემთხვევა გასული წლის ნოემბერშიც შეემთხვა.
ამასთან. ჩვენი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ მონაწილეს წარსულში სამართალთანაც ჰქონდა პრობლემები. საქმე ყალბ ფულს ეხება და მას განრიდება გაუკეთდა.

განრიდება სისხლის სამართლის პროცესში - თუკი პირი ჩაიდენს ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულს, პროკურორს გააჩნია უფლებამოსილება არ დაიწყოს ან/და შეწყვიტოს სისხლისსამართებრივი დევნა ამ პირის მიმართ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევებში როდესაც დაკმაყოფილდება კანონით დადგენილი პირობებიდან ერთი ან რამდენიმე.