loader

"ეს გარემოვაჭრეები მოგვაშორეთ, ეს სოფლიდან ჩამოთრეულებიო" - დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს გარემოვაჭრეები მოგვაშორეთ, ეს სოფლიდან ჩამოთრეულებიო" - დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს შორის

"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. გარემოვაჭრეების თქმით, მათთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული, რომლებმაც განუცხადეს, რომ შაბათიდან უნდა შეეწყვიტათ საქმიანობა. თუმცა, მათ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ იყვნენ ეს ადამიანები.

გარემოვაჭრეთა აქციაზე "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მივიდნენ, რასაც შელაპარაკება მოყვა. ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ასევე შეკითხვით მიმართეს აქციაზე მყოფ "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელს ლაშა ჩხარტიშვილს, თუ რა შედეგი გამოიღო და რა აზრი ჰქონდა "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მხარდამჭერ აქციებს. ლაშა ჩხარტიშვილმა მათ უპასუხა, რომ აქციები კიდევ არის საჭირო.