loader

"შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე!" - აქცია პარლამენტის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე!" - აქცია პარლამენტის წინ

პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. აქცია ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

აქციაზე სიმბოლურად განთავსდა ბანერები, პოსტერები და ჩასასვენებელი იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ოფიციალური მონაცემებით ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება, 9 ათასზე მეტი ადამიანი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებს იღებს. დღევანდელ აქციას ასევე შეუერთდნენ ის ადამიანებიც, რომელთა ოჯახის წევრებიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.