loader

ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები - თუ დღეს განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ვერ მოხვდებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები - თუ დღეს განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ვერ მოხვდებით

განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა დიჯეებმა დაკვრა 12:00 საათზე დაიწყეს და სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც ელექტრონული, ასევე კლასიკური მუსიკის მოსმენა "ევროპულ ქუჩაზე" გასულ მოქალაქეებს ღამის 00:00 საათამდე შეეძლებათ.
აღმაშენებლის გამზირის საფეხმავლო მონაკვეთი დეკორაციებით, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითა და სიმბოლიკებითაა გაფორმებული. ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობი ზონები. ქუჩის ერთ მონაკვეთზე აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და შეფ-მზარეულები საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან სტუმრებს ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძებით უმასპინძლდებიან. წარმოდგენილია ლობიანი, ხაჭაპური, ავსტრიული შნიცელი, გერმანული ჰოთ-დოგები, იტალიური სენდვიჩები, ფრანგული ეკლერები და სხვ. ასევე გამოფენილია, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები.
აღმაშენებლის გამზირზე 15:00 საათიდან, სახალხო პროექტი, „გვიდირიჟორე“ დაიწყება, ასევე, გაიმართება თოჯინური ოპერა ”სევილიელი დალაქი”. 18:00 საათზე, ქართული ჯგუფი The Black Marrows დაუკრავს, დღის ბოლოს კი კონცერტი გაიმართება, რომელზეც ყველასთვის ცნობილი ევროპული მუსიკა აჟღერდება.

Visa-free travel to EU countries: Must-know tips for Georgian citizens