loader

მილიონერები თბილისის საკრებულოში: რა წერია "მედიატორის" კვლევაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილიონერები თბილისის საკრებულოში: რა წერია "მედიატორის" კვლევაში

"სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი“ თბილისის საკრებულოს "მილიონერი დეპუტატების" შესახებ კვლევის შედეგებს ასაჯაროებენ. კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოს 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს. "ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის და "მედიატორის" წევრის, ნინო ყურაშვილის განცხადებით, კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ საკრებულოს 50 წევრიდან ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია 21 დეპუტატს. ისინი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ დეპუტატების ქონების "წარმომავლობით".