გიორგი გაბუნია დავით ნარმანიას და მის ძმას ბოდიშს უხდის
გადაცემა "P.S." თბილისის მერს, დავით ნარმანიას, მის ძმას - ირაკლი ნარმანიას და მათ ოჯახს გადაცემაში მათ შესახებ გასული სიუჟეტის გამო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ განცხადება გადაცემა "არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რომელიც ასევე გადაცემა "P.S"-ის წამყვანია, გადაცემის სახელით გააკეთა.