loader

რამ გამოიწვია აფეთქება რუსთავში - დაშავებული მუშები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამ გამოიწვია აფეთქება რუსთავში - დაშავებული მუშები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილები

რუსთავში, კომპანია "ჯეოსთილის" მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადსადნობი ღუმლის აფეთქების შედეგად ორი მუშა დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, 25 და 63 წლის მამაკაცებმა სახისა და კიდურების დამწვრობა მიიღეს. ორივე მათგანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების თქმით, დაშავებულებს მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. რუსთავის ცეტრალურ საავადმყოფოში არ გამორიცხავენ, ორივე პაციენტის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანა გახდეს საჭირო.