loader

უახლესი ინფორმაცია მაია რჩეულიშვილის საქმის ერთ-ერთ ხმაურიან ეპიზოდთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია მაია რჩეულიშვილის საქმის ერთ-ერთ ხმაურიან ეპიზოდთან დაკავშირებით

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უკვე თქვეს, რის შემდეგად სასამართლო რეპლიკებისა და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადავიდა. აღნიშნული ეტაპების ამოწურვის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

აღნიშნულ საქმეზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე, კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.