loader

ტყიბულში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს - "მიმალულია... ვინ არის, არავინ აზრზე არ არის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყიბულში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს - "მიმალულია... ვინ არის, არავინ აზრზე არ არის"

ტყიბულში, გვიან ღამით მოკლული მამაკაცი ტყიბულის შახტაში მუშაობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის ღამით შახტაში სამუშაოდ მიდიოდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მკვლელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.