loader

კიდევ ერთი ავარიის მსხვერპლი: ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი ავარიის მსხვერპლი: ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს გორის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.