loader

ღმერთი განსაცდელს მოგვივლენს იმისთვის, რომ უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღმერთი განსაცდელს მოგვივლენს იმისთვის, რომ უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას - ილია მეორე

ღმერთი განსაცდელს მოგვივლენს იმისთვის, რომ უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესის თქმით, დიდი მარხვის დასრულებამდე ორი კვირა დარჩა. “უნდა ითქვას, რომ მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს, რათა უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას”, – აღნიშნა პატრიარქმა.

მან ასევე იქადაგა მარიამ მეგვიპტელის მოღვაწეობაზე და აღნიშნა, რომ მარიამ მეგვიპტელი არის მაგალითი, როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი და ცოდვიდან გადავიდეს წმინდა ცხოვრებაში.

“წმინდა მარიამ მეგვიპტელი ყოველ ჩვენგანშია და ყველას გვეხმარება. უპირველეს ყოვლისა, თავის თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ ებრძოლა თავის სულს, თავის ცხოვრებას, ის ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სხვაზე. ადამიანმა ჯერ თავის თავზე უნდა გაიმარჯვოს, უნდა დაამარცხოს თავისი ვნებები და მერე იქნება გამარჯვებული”, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.