loader

47 გაძარცვული ბინა მადრიდსა და ბარსელონაში - ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 17 მოქალაქე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

47 გაძარცვული ბინა მადრიდსა და ბარსელონაში - ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 17 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 17 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ესპანელი სამართალდამცველები ქართველებს ქურდობასა და ყაჩაღობას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, პოლიცამ ქართველები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში დააკავა.
როგორც "ინტერპრენიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს 17 მოქალაქე ესპანურმა პოლიციამ 3-4 თვის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში, ესპანეთში საქართველოს ატაშეც აქტიურად იყო ჩართული.