loader

ადგილები თბილისში, სადაც გაფუჭებულ ხორცს, ყველსა და კვერცხს ყიდდნენ - კადრები კომენტარის გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილები თბილისში, სადაც გაფუჭებულ ხორცს, ყველსა და კვერცხს ყიდდნენ - კადრები კომენტარის გარეშე

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დახლების ქვეშ გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდდნენ, - ამის შესახებ Palitravideo.ge-ს მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები დღეს გაიტანეს. ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა. უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.