loader

"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს

სრულად მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" კვლავაც არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტე-ყოვლისმპყრობელის (პანტოკრატორის) ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს.

რომ სანთლები საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. ქრისტე-ყოვლისმპყრობელის (პანტოკრატორის) ხატი კი, რომელიც ამჯერად თქვენს ოჯახებში შემობრძანდება, მე-12 საუკუნის სასწაულმოქმედი იმ ხატის ასლია, რომლიც ამჟამად კვიპროსში, კიკოსის მონასტრის მუზეუმშია დაბრძანებული.

ხატები და სანთლები სტამბა "კოლორში“ კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა.

ავტორები: ეკა სალაღაია, გიგა დანელია.