თბილისი-მოსკოვის რეისი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა
16 აპრილს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მიზეზად ეკიპაჟის მიერ ლაინერის დაუმორჩილებლობა სახელდება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.