პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები პატრიარქთან ტრაპეზს დაესწრნენ
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საპატრიარქოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ და პატრიარქსა და სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცეს. გიორგი მარგველაშვილი სადღესასწაულო ტრაპეზზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან, დეპუტატებთან, მთავარ პროკურორთან და დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდა.