loader

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას მეექვსე ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმე მდგომარეობაშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას მეექვსე ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმე მდგომარეობაშია

ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს საღამოს საათებში მოხდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ორსული ქალია.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, ავარიის შემდეგ, გუშინ საღამოს კლინიკაში ორი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ხოლო მეორეს სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა მიმდინარეობს.

ავტორი: ირაკლი აკობია

ასევე იხილეთ:

საზარელი ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე: დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი

რა ნახა ადგილზე ექიმმა, რომელიც ქუთაისის შემოვლით გზაზე საზარელი ავარიის დროს გამოიძახეს