loader

კადრები ოზურგეთიდან, სადაც ძლიერმა ქარმა მამაკაცი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ოზურგეთიდან, სადაც ძლიერმა ქარმა მამაკაცი იმსხვერპლა

ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი იმსხვერპლა. გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები მურმან ნაცვლაძე სახლის სახურავზე ასვლას ცდილობდა, თუმცა ქარმა გადმოაგდო და ადგილზე დაიღუპა. გარდა ამისა, ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ. რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, გრიგალმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები და ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები.