თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცის ოჯახისგან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქმე ეხება ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების მცდელობას.