loader

გზაზე გაწოლილი ქალები და ატირებული ბავშვები ენგურის ხიდთან - კადრები ხმაურიანი აქციიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გზაზე გაწოლილი ქალები და ატირებული ბავშვები ენგურის ხიდთან - კადრები ხმაურიანი აქციიდან

ენგურის ხიდთან რამდენიმე კვირის წინ დაკავებული მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ ენგურის ხიდის მისასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ როგავების გათავისუფლება შეძლოს.

სამართალდამცველების მოთხოვნას, რომ აქციის მონაწილეებს გზა გაეთავისუფლებინათ, შელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარეჯან როგავა დააკავეს და ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს. დარეჯან როგავა დაკავებული პაატა როგავას და არის.

როგავების ოჯახის წევრები ამ დრომდე ენგურის ხიდთან რჩებიან და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.